ჩვენ ვამბობთ "კონსერვატორები" პირდაპირ, 8 წლის განმავლობაში ვიყავით "ქართულ ოცნებასთან", აქედან გამომდინარე განვიხილავთ ვერსიას, რომ კოალიციას გავაკეთებთ "ქართულ ოცნებასთან" და გამოვრიცხავთ კატეგორიულად მიხეილ სააკაშვილთან რაიმე ტიპის კოალიციას, - განაცხადა კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა "ღამის კურიერში".
"ორი პარტიაა მხოლოდ, მე ჩემს მოსაზრებას, "კონსერვატორებისას" ვაფიქსირებ ღიად და ვიტყვი კიდევ, ორი პარტიაა მხოლოდ ერთი არის ბიძინა ივანიშვილის, მეორეა მიხეილ სააკაშვილის და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფი პარტიები, რომელსაც აქვს კოალიციის ჩამოყალიბების თეორიული შანსი. სხვა პარტიები არ არის და ამ დროს, როდესაც ეკითხები პარტიებს, რომ ვისთან აკეთებ კოალიციას, არც ერთთან, არც მეორესთან იძახიან. აბა რა გინდათ, რიგგარეშე არჩევნები გინდათ?! ამიტომ იკლავდით თავს პროპორციულ არჩევნებზე, რომ მერე რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო. ჩვენ ვამბობთ "კონსერვატორები" პირდაპირ, 8 წლის განმავლობაში ვიყავით "ქართულ ოცნებასთან", აქედან გამომდინარე განვიხილავთ ვერსიას, რომ კოალიციას გავაკეთებთ "ქართულ ოცნებასთან" და გამოვრიცხავთ კატეგორიულად მიხეილ სააკაშვილთან რაიმე ტიპის კოალიციას, თანამშრომლობას და ასე შემდეგ, იმ პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, რომელიც "კონსერვატიულმა პარტიამ" ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიარა“, - განაცხადა ძიძიგურმა.