რა თქმა უნდა, მოვიხდიდი ბოდიშს. აღმაშენებლმა დაწერა გალობანი სინანულისანი, ვინ ვარ მასთან შედარებით , - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში, რამდენიმე ხნის წინ მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე დასმულ შეკითხვას, რომელშიც ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის.
"მეგობრებო, დავით აღმაშენებელმა დაწერა გალობანი სინანულისანი, მე ვინ ვარ დავით აღმაშენებელთან შედარებით. დავით აღმაშენებელმა მოუხადა ბოდიში, პრაქტიკულად, თავის ერს. რა თქმა უნდა, მოვიხდიდი ბოდიშს, რა დამსახურებებიც არ უნდა მქონოდა. არასოდეს არ არის გვიან და ყოველთვის არის დაგვიანებული, ალბათ, იმიტომ, რომ ცხოვრება მიდის წინ, გარემოებები იცვლება", - თქვა სააკაშვილმა.