თუ ქვეყანაში ფორს-მაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორს მაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ, - აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში.
"ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200-ლარიან დახმარებას იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის!
2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს როგორ ექნება, თან გაზრდილის?!", - აცხადებს ჭიჭინაძე