"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კატასტროფულად აფასებს და მიაჩნია, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
მისივე თქმით, მდგომარეობა უარესდება და სრული ქაოსია საავადმყოფოებსა და საკარინტინე სივრცეში. ამ ფონზე, მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო შექმნილი ქაოსური მდგომარეობის დასაძალევად.
„კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადოდ მომზადებულიყო ეპიდემიის მორიგი ტალღისთვის, ჩვენ დღეს ვხედავთ სრულ ქაოსსა და უმოქმედობას.
გამოგივგზავნეს კადრები საჩხერის ცენტრალური საავადმყოფოდან, პალატების გადავსების გამო, პაციენტებს კორიდორში და ჰოლში აწვენენ.
კოვიდდადასტურებული პაციენტებს, ასევე, საკარანტინე პაციენტებს და პასუხისმომლოდინე პაციენტებ ერთ სივრცეში ათავსებენ. ამასთან, მკურნალობის არანაირი პირობა არ არის და ქაოტურადაა გადანაწილებული პაცინეტები. ეს ხდება ახლა, საწყის ეტაპზე, მაშინ როცა, მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ, წინს გველის. როგორც ირკვევა რამდენიმე ასეული შემთხვევის პირობებში უკვე ადგილები არ გვაქვს და ქაოტურ მდგომარეობაში ვვარდებით. გსმენიათ რაიმე ინფექციების, შიდა ინფექციების კონტროლზე ან პაციენტთა ნაკადის მართვის შესახებ? როგორ შეიძლება ერთ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის ინფექციური, კოვიდ 19-ით ინფიცირებული, არაინფექციური პაციენტი ერთად მოვათავსოთ? ეს ხომ ეპიდაფეთქების ახალ წყაროს შექმნის, სხვა არაფერი მომხდარა იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში საწყის ეტაპზე, როდესაც კლინიკებში გავრცელდა აღნიშნული ვირუსი, რამაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. ამ ფონზე პრემიერი გახარია გამოდის და ამაყობს რომ საქარტველო მწავენ ზონაშია. მე მას ვეკითხები რას აკეთებდით მარტიდან მოყოლობეული და რატომ არ შევხდით მეორე ტალღას მომზადებული.
პაციენტებს შესასვლელებში და კორიდორებში ათავსებენ, ეს არის უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურურობა და დანაშაული. შვიდი თვე არაფერი არ გაგიკეთებიათ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოვითხოვდით, რომ წარმოგვიდგინეთ სამოქმედო გეგმა, მოუსმინეთ სხვა სპეციალისტებს და თქვენ არაფერი არ შეისმინეთ. აღარაფერს ვამბობ აჭარის რეგიონზე, სადაც სრული კატასტროფა და ქაოსი ხდება.
ხელისფლებას ვთავაზობთ, რომ რეალურად დავთვალოთ რა რესურსი გვაქვს, როგორ ხდება ამის მობილიზება, სად რას ვანაწილებთ და სამედიცინო პერსონალს როგორ ვატრენინგებთ. ჩვენ ვთავაზობთ, რომ გეგმა კი არ დავდოთ, თუ როგორ ვიმოქმედებთ 2021 წელს, არამედ ეს უნდა იყოს ყოველდღიური გეგმა, რომელიც უნდა მიცავდეს რას ვაკეთებთ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, რას ვაკეთებთ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პუნქტებთან დაკავშირებით, სად და როგორ ვათავსებთ პაციენტებს, რათა არ მოხდეს ინფექციურის და არაინფექციური პაციენტების ერთმანეთში აღრევა, ამის დალაგება მენეჯმენტურად შესაძლებელია და მთავრობისგან მოვითხოვთ ეს გააკეთოს და თუ ამას ვერ აკეთებენ დავეხმარებით, ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ერთმანეთის მტრები არ ვართ. მაგრამ დღეს მათ არც დახმარება უნდათ, არც თვითონ იციან და არც გვეკითხებიან სამწუხაროდ არაფერს. შედეგი კი იქნება კატასტროფული", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ