ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების არასწორმა მენეჯმენტმა ერთი მხრივ, ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ კრიზისამდე და მეორე მხრივ, ეპიდსიტუაცია გაუარესდა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ კითხვები შეეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა ქვეყანა.
„ევროპული საქართველოს გუნდმა დღეს პარლამენტში დაიბარა ეკონომიკის მინისტრი, მასთან გვაქვს კონკრეტული კითხვები. ეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი. ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და იმ ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღებს კოვიდთან დაკავშირებით და შეიწირეს ეკონომიკა, ასევე იმ დილემას, რის წინაშეც აღმოჩვდით დღეს ყველანი, რომ ერთხიმხრივ, ეკონომიკა პრაქტიკულაედ განადგურებულია და მეორე მხრივ, გვაქვს მატება ინფიცირებული ადამიანების.
ჩვენი კითხვები ეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც ამ ჩაფლავებულმა გუნდმა შეიყვანა ქვეყანა. სწორედ დღეს გამოჩნდება, მათ შორის, რატომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება, ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ ამყოფებს ისეთ მძმე მდგომარეობაში, როგრშიც დღეს ჩვენ ვართ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ევროპულმა საქართველომ დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დაიბარა.