ჩვენი სასამართლო ბევრ დასავლეთ ევროპის სასამართლოს უსწრებს თავისი რეიტინგით, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ მომზადებული კანონპროექტი გააკრიტიკა და საკანონმდებლო ორგანოში ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა.
მისი თქმით, არ არსებობს კლანური მმართველობა და არ არსებობს იდეალური სტრუქტურა, რომელიც შეიძლება ეკა ბესელიას მოეწონოს.
„ფაქტია, რომ ჩვენი სასამართლო საერთაშორისო რეიტინგებით არის მოწინავეთა რიგებში და ბევრ დასავლეთ ევროპის სასამართლოს უსწრებს თავისი რეიტინგით და მონაცემებით. ეს არის რეალობა, რაც გვაქვს და ამ რეალობის ირგვლივ, რა საკვირველია, ოპოზიციის მხრიდან მუდმივად იქნება შეტევები“, - თქვა ვოლსკიმ.