სსფ-ს მისია მიესალმება, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას სტრუქტურული რეფორმების კუთხით - მათ შორის, პენსიების ინდექსირების, გადახდისუუნარობის კანონის მიღებას, - ასე აფასებს მისიის მიერ გაკეთებულ პროგნოზს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. როგორც მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ფონდის მისია აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს, როგორც ჯანდაცვის სისტემის ნაწილში, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის პასუხების ეფექტურობის კუთხით.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, თუმცა დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები.
სსფ-ს მისია ამჯერად ვირტუალურად ჩატარდა და მთლიანად დადებითად შეაფასა სხვადასხვა უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები.
მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებას;
ფონდის მისია აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს, როგორც ჯანდაცვის სისტემის ნაწილში, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის პასუხების ეფექტურობის კუთხით. მისიის განცხადებით გადასახადების შემსუბუქება და მოწყვლადი სოციალური ფენების დახმარება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით;
მისია მიესალმება, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას სტრუქტურული რეფორმების კუთხით - მათ შორის, პენსიების ინდექსირების, გადახდისუუნარობის კანონის მიღებას. ასევე, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს გადასახადების ადმინისტრირების, ფისკალური რისკების მონიტორინგისა და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მისიის შეფასებით, სტრუქტურული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ზრდის პოტენციალის შენარჩუნებისთვის", აცხადებს მჭედლიშვილი.