იმის ვარაუდი, რომ ამ შემთხვევების გაკონტროლება მოხდება და კვლავ ლოკალიზება, როგორც ეს ხერხდებოდა წინა თვეებში, უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ამისი მოლოდინი, - განაცხადა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში კარგი ის არის, რომ უმეტესი შემთხვევები არის მსუბუქი სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიმდინარე.
"დღევანდელი სიტუაცია აშკარად საყურადღებოა, შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად მატულობს და იმის ვარაუდი, რომ ამ შემთხვევების გაკონტროლება მოხდება და კვლავ ლოკალიზება, როგორც ეს ხერხდებოდა წინა თვეებში, უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ამისი მოლოდინი და შემთხვევები განუხრელად მოიმატებს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალით და დანაკარგებით მოხდეს განვითარება მოვლენების. საყურადღებო მომენტი გვექნება ოქტომბრის ბოლოდან, როდესაც გრიპის სეზონური ეპიდემიაც დაემატება.
ყოველ შემთხვევაში, კარგი ის არის, რომ ძირითადად, გამოვლენილი შემთხვევები, როგორც ვხედავთ, არის მსუბუქი, ან უსიმპტომო მიმდინარეობის, ამიტომ მათი მართვა შედარებით უფრო ადვილია და გართულებების რისკები - ნაკლები”, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.