„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს აფასებს და მიაჩნია, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. მათ არ აწუხებთ ის, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, არ გააჩნიათ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ხედვა. შესაბამისად, პრობლემა მათ ხედვაშია და არა პროფესიაში.
„რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება „ქართული ოცნების" სიაში. ყველა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს პარლამენტში. არავის არ აუკრძალავს დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომ მაგალითად, სპორტსმენი არ შეიძლება იყოს პარლამენტარი. ეკონომისტს, იუტრისტს, ექიმს, ინჟინერს და საერთოდ ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია იყოს პარლამენტში. აქ მთავარი და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის ქმედებას, თუ რა ხედვა აქვს, ცნობილია თუ არა მისთვის ქვეყანაში არსებული პრობლემები, როგორია მისი გადაწყვეტის გზები და აშ. სპორტსმენმა შეიძლება სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ახალგაზრდობის პოლიტიკაზე იზრუნოს და რატომაც არა, იყოს პარლამენტში. მაგრამ ეს ხედვები დღეს მათ არ გააჩნიათ. მათ შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ წარუდგენიათ, არ იციან რა პრობლემებია საქართველოში, არ დაუსახავთ გამოსავლის გზები და სწორედ, აი ეს არის პრობლემა და არა მათი პროფესია”, - სერგო ჩიხლაძე