შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნები და ჩაკეტვები, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, ასეთი ე.წ. წერტილოვანი დარტყმები შესაძლებელია იყოს - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაციაა და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოხდეს.
"შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნები და ჩაკეტვები, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, ასეთი ე.წ. წერტილოვანი დარტყმები შესაძლებელია, იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, აუცილებელია, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა. განსაკუთრებით, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სერიოზული მობილობის ზრდა გვექნება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - თქვა გამყრელიძემ.