საქართველო ჩემთვის არის ჩემი მშობელი დედა, ქართულ სახელმწიფოს კი ჩემს შვილად მივიჩნევ, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
"ჩემი ამოცანაა საქართველოს დაყენება განვითარების რელსებზე. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ მათ სჭირდება სხვა პრემიერი, შეუძლიათ გადაწყვიტონ, კალთებს არავის ჩამოვახევ ამისთვის. საქართველო ჩემთვის არის ჩემი მშობელი დედა, ქართულ სახელმწიფოს კი ჩემს შვილად მივიჩნევ, ისევე, როგორც ჩემი გუნდის ერთობლივი ქმედებების შედეგს", - თქვა სააკაშილმა.