საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როგორც მან ვიდეომიმართვაში თქვა, ის იქნება პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ, 2 წელიწადი.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხია, რომ გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული", - განაცხადა სააკაშვილმა.