თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდეს.
"ეს მიკროაფეთქებები კარგი არ არის, მაგრამ ის მოსალოდნელი იყო. იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე ახლა, მაგრამ არა იმდენად, როგორც მარტში და აპრილში. არსებობს რეალური, სერიოზული რისკი, რომ ქვეყანაში გავრცელდეს და დაბრუნდეს, იძულებული გავხდეთ, ქვეყანაში დავაბრუნოთ ის ზომები, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი თუ სხვა. ეს გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ყურადღება მოვადუნეთ", - ამბობს ცერცვაძე.