COVID-19-ის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, კიდევ ორი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 82%-ია.
„შვიდი ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენეველი კვლავ 82-ია. კოვიდცენტრებში 239 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მათგან რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ოთხი კრიტიკული და 16 მძიმე პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.