"ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში მშვიდობიანად გადავიყვანთ. აცხადებს "პირველი არხის ცნობით, "ერთიანი საქართველოს" წევრი, ანზორ ბიწაძე.
მისი თქმით, ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი დესტაბილიზაციის და რყევების გარეშე.
"არჩევნები ჩაივლის ნორმალურ და მშვიდ გარემოში, ოპოზიცია იქნება ერთმანეთში კოორდინირებული, რომ დაიცვას ერთმანეთის ხმები, არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს. ლეწვა, მტვრევა, ნგრევა, რევოლუციები საქართველოს არ სჭირდება და ჩვენს ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი დესტაბილიზაციის და რყევების გარეშე. ეს ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად, "ოცნებას" გადავიყვანთ ოპოზიციაში მშვიდობიანად და არანაირი რევოლუციური სცენარები და შორიდან მუქარები საჭირო არ არის, ეს არავის სჭირდება", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.