ზუგდიდის სოფელ ტყაიაში ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა, როცა დედა მანქანას აყენებდა.
მოზარდს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.