„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საზღვრების ჩაკეტვა აზარალებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების საზღვარგარეთ სამსხურებისა და სასწავლებლების დაკარგვას რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს .
ჩიხლაძის თქმით, მთავრობას კრიზისის მართვის გეგმა და უნარი არ გააჩნია და თვლის რომ მთავარი მიზეზი საზღვრების არ გახსნის, არის ის რომ არჩევნების ჩატარება ძალადობრივ გარემოში მოხდეს, რაც არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაცვით საზღვრების გახსნიკენ მოუწოდებს, რადგან ყოველდღე იზრდება სიღარიბე, ბიზნესი იხურება და დღითიდღე მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილი.
“ ხელისუფლებამ საქართველოს რკინის ფარდა შემოავლო. ის რომ მთავრობა არ ხსნის საზღვრებს ზარალდება ეკონომიკა, მისი ყველა დარგი და ინდუსტრია, ტურიზმი, სარესტორნო ბიზნესი, ბინების გაქირავება. მაგრამ გარდა ბიზნესის დაზარალებისა, დამსხვრეული ოცნებები მთავრობა უშუალოდ შეეხო მოქალაქეების კეთილდღეობას. ამ არაგონივრული გადაწყვეტილებით, ათასობით ჩვენი თანამემამულე, რომლებიც ჩარჩნენ საქართველოში და ვერ მიდიან საზღვარგარეთ ოფიციალურ სამუშაო ადგილებზე, სადაც ისინი ოფიციციალურად, ლეგალურად მუშაობენ. მრავალი ახალგაზრდა ვერ მიდის სასწავლებლად, მოგეხსენაბათ, რომ მომდევნო სწავლის სემესტრი იწყება უკვე ბევრ უნივერსიტეტში აგვისტოს ბოლოს.ეს ადამიანები გახარიამ და მისმა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ დააყენა სამსხურების და სასწავლებლების დაკარგვის რეალური საფრთხის ქვეშ.
გარდა ამისა, ათასობით ადამიანი ვერ მიდის დანიშნულების ადგილზე სამკურნალოდ. არაფერს ვამბობ ათასობით ემიგრანტზე, რომელსაც ახლობლების და სამშობლოს ნახვის იშვიათი შანსიც კი მოუკლა დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყონებლივ დაიწყოს მზადება უსწრაფესად საზღვრის გახსნის და ფრენების აღდგენის მიმართულებით. ყოველდღე იზრდება სიღარიბე, ყოველდღე მეტი ბიზნესი იხურება და მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილით სიკვდილი.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არათუ ახლა გვაძლევს საზღვრების გახსნის საშუალებას, უსაფრთხო ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან, არამედ 2 თვის წინაც შეიძლებოდა ამის გაკეთება. მით უმეტეს, უსაფრთხო ქვეყნებთან და მითუმეტეს ტესტირების თანამედროვე და ეფექტური მექანიზმების დანერგვით, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლმა ჯერ კიდევ მაისში წარმოვადგინეთ. ეს იყო საზღვრების გახსნის უსაფრთხო მექანიზმი, დეტალურად გაწერილი გეგმა., ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალურად დაცვით.ამ ფონზე კი კიდევ უფრო დიდი უტიფრობაა, როდესაც მთავრობა და გახარია ალაპარაკდნენ რუსეთთან მიმოსვლის აღდგენაზე, მაშინ როდესაც დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნებიან და არ იყენებენ იმ შანსებს, რაც ჯერ კიდევ 2 თვის წინ გვქონდა. ხოლო რუსეთთან, რომელიც ყველაზე არასანდო ქვეყანაა გახარია მზადაა გახსნას საზღვრები, თუკი ამას რუსეთი მოისურვებს.გარდა იმისა, რომ მთავრობას არ გაჩნია კრიზისის მართვის გეგმა და უნარი, მთავრი რატომაც დამსხვრეული ოცნებების მთავრობა არ ხსნის საზღვრებს არის არჩევნების ჩატარება ძალადობრივ და არადემოკრატიულ გარემოში. დაკეტილ და ცივილიზებულ სამყაროსთან იზოლირებული ქვეყანა იდეალურია არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის .
მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ხელი აიღოს ამ მავნე ქმედებაზე და დროულად გახსნას საზღვრები, ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. დროულად გახსნას ქვეყანა და ათასობით ადამიანი არ დატოვოს სწავლის, სამსახურის გარეშე და მკურნალობის გარეშე“, - სერგო ჩიხლაძე