მთავრობის ახალ ინიციატივას ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება. როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშო კიდევ ბევრია.
მისივე თქმით, ნოემბრიდან ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის მიმართულებით განხორციელებული გეგმები ბევრად სრულფასოვანი იქნება.
„ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა დაფინანსდება მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მკაცრად გავაკონტროლებთ ამ პროცესს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ მთავრობამ როგორც იქნა წლების მერე გადაწყვიტა, რომ მკურნალობის კომპონენტში გააფართოვოს ხელმისაწვდომობა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი არის პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა. რადგანაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში გვიანი დიაგნოსტიკა. შემთხვევების 60%-ის დიაგნოსტიკა მესამე, მეოთხე სტადიაზე ხდება, მთელი რიგი მიმართულებებით. ზუსტად პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მათი ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში იქნება და არის ჩვენი გეგმის პრიორიტეტი და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ნოემბრიდან. სრულად დაიფარება და ჩვენი ძალისმხმევა მოხმარდება იქნება დარგის განვითარებას, დაწყებული პრევენციიდან, სკრინინგიდან, ადრეული დიაგნოსტიკიდან, დამთავრებული მკურნალობით და მათ შორის პალიატირული მოვლით“, - ამბობს სერგო ჩიხლაძე