ნორვეგიამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ნორვეგიის მოქალაქე დააკავეს.
გაძევებული დიპლომატი, რომლის ვინაობასაც არ აცხადებენ, ნორვეგიაში რუსეთის საელჩოს სავაჭრო განყოფილებაში მუშაობდა.
როგორც ნორვეგიული პოლიცია იტყობინება, ორშაბათს, დააკავეს ნორვეგიის მოქალაქე, რომელმაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერს გასაიდუმლოებული ინფორმაცია გადასცა.
დაკავებული ნორვეგიის მოქალაქე მუშაობდა განახლებადი ენერგიის, ნავთობისა და გაზის საკონსულტაციო კორპორაცია DNV GL-ში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.