პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის დატოვების გამო საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ქართული მხარე ამ მიმართულებით პერევს გადამწყვეტ მნიშვნელობას არასოდეს ანიჭებდა.
შესაბამისად პოლიტოლოგი აცხადებს, რომ პერევიდან ჯარების გაყვანით, რუსეთი ვმო-სკენ დიდ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ქართული მხარე ამას არ გააკეთებს. ამის შესახებ ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწვრიანებას, მაგრამ ჩვენი მხარე ამის წინააღმდეგია. საქართველოს არასოდეს არ დაუყენებია საკითხი იმგვარად, რომ პერევია გადამწყვეტი. ჩვენ სულ სხვა მოთხოვნები გვაქვს - გამჭვირვალობა და სხვა საკითხები", - განაცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.