მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ ის ვიღაცას "შეეტენოს" რაღაც კანდიდატურად, სასაცილოა.
"მე შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, შეგიძლიათ გაეცნოთ უკრაინის პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევეტენო რაღაც კანდიდატურად, არის სასაცილო. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველო აღარ გვექნება, საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება", - თქვა სააკაშვილმა.