15 ნოემბრიდან სეპარატისტულ აფხაზეთში დარეკვა უკვე რუსული სატელეფონო კოდითაც იქნება შესაძლებელი. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთში დასარეკად საქართველოს კოდი 8 881 22 მიდინარე წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, ახალი წლის ღამეს კი სეპარატისტები საქართველოს კოდს გათშავენ. სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას თქმით, ამ ვადას აფხაზეთის ე.წ. მთავრობა იმ ადამიანებს აძლებს რომლებსაც საქართველოში ნათესავები და ახლობლები ჰყავთ, იმისათვის რათა ისინი საქართველოს სატელეფონო კოდით აფხაზეთში დარეკვის ნაცვლად რუსული კოდით დარეკვას მიეჩვივნენ.
ახალი წლის ღამის ამის შემდეგ კი აფხაზეთში დარეკვა მხოლოდ რუსეთის მიერ თავის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისათვის მინიჭებული სატელეფონო კოდით იქნება შესაძლებელი.
სოხუმი და სოხუმის რაიონი + 7 840 22X XX XX
გაგრის რაიონი + 7 840 23X XX XX
გუდაუთის რაიონი +7 840 24X XX XX
გულრიფშის რაიონი +7 840 27X XX XX
ოჩამჩირის რაიონი +7 840 25X XX XX
ტყვარჩელის რაიონი +7 840 26X XX XX
გალის რაიონი +7 840 28X XX XX
სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი მობილური ოპერატორებისათვის:
"აკვაფონი" : +7 940 9XX XX XX
"ა-მობაილი": +7 940 7XX XX XX