დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება" კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ,,ქართული ოცნების" თითოეული ნაბიჯი, ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა.
"ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა - ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია“, -თქვა ივანიშვილმა.