ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე [ხვიჩა მღებრიშვილი], რომელიც 3 ივლისს დააკავეს, ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე "ამერიკისთვის მისაყიდი ღამურების დასაჭერად" გადავიდა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, დაკავებულმა საქართველოს მოქალაქის ჩვენებით დადგინდა, რომ მის ინტერესს ღამურების კოლონა წარმოადგენა, რათა თითოეული მათგანი "ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 5 ათას დოლარად მიეყიდა".
ე.წ უშიშროების კომიტეთი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული ღამურების პოპულაცია დიდი ხანია ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს".
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და მისი მფარველი რუსეთი შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელონ.