თურქეთის სახელმწიფო საბჭოს, თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას მელანი ჯერ კიდევ არ ჰქონდა შემშრალი, როდესაც რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა.
ამიერიდან, აია სოფიას ტაძარი მუსლიმი მლოცველებისთვის გაიხსნება. ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწევა ტაძარში არსებულ უნიკალურ ბიზანტიურ ფრესკებს, რადგან ისლამური რელიგია მეჩეთებში კრძალავს გამოსახულებებს.
შეგახსენებთ, დღეს, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათრურქის 1934 წლის დეკრეტი, რითაც აია სოფიას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა განსაზღვრული.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.