საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
მისი თქმით, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ევალებათ. აუცილებელია მხოლოდ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება. ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.