მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მართვის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
მათივე თქმით, გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, ცენტრი მოქალაქეებს, რომლებიც 112-ზე დაკავშირებას ვერ მოახერხებენ, მოუწოდებს, შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე დარეკონ.
„მოგახსენებთ, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები.
თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
032 2 411011- სახანძრო სამაშველო
032 2 418505- საპატრულო (თბილისი)
032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)
595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)
599842197, 599842195 - სასწრაფო (თბილისი)
სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“ - ნათქვამია 112-ის განცხადებაში.