თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და ორ ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად ერთი მანქანა მსუბუქად დაზიანდა.
სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად "პრადოს" მძღოლმა თავზე სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიიღო.
"დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს, ხის ფესვები ისე არის დაზიანებული, ეს შედეგი იქნებოდა. "პრადოს" მძღოლს აქვს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება. სხვა ხეებსაც იგივე ელის, დავდე არაერთი პოსტი და კიდევ დავდებ, ვაფრთხილებდი კალაძეს, რომ ადამიანის ჩარევის გარეშე ჯანმრთელი ხე ვერ წაიქცეოდა. ანალოგიური მდგომარეობაა მზიურთან, 55-ე სკოლასთან. საკმაოდ დიდი რისკია, ხეების უმეტესობას იგივე ელის. ეს ხეები გახადეს ავარიული“, - განაცხადა ნატა ფერაძემ.