მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში და განსაკუთრებით მოსკოვში მწვავეა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად მასშტაბური სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.
სამხედრო აღლუმი 9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო პუტინი იძულებული გახდა ის 24 ივნისამდე გადაედო, იმ იმედით, რომ ამ დროისთვის ვითარება დარეგულირდებოდა.
აღლუმი წითელ მოედანზე მოსკოვის დროით 10:00 საათზე დაიწყო.
ნაცისტური გერმანია მოკავშირეთა ძალებმა - შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა 8 მაისს დაამარცხეს. მაგრამ რუსეთი და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ.
აღლუმში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 13 000 სამხედრო პერსონალი, 234 ჯავშანტექნიკა და 75 თვითმფრინავი.