კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აქციის ორგანიზატორებმა სოციალური დისტანციის დასაცავად რუსთაველის გამზირზე ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები დააკრეს.
სტიკერებს შორის მანძილი ორი მეტრია. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან სოციალური დისტანცირება და სტიკერებზე დადგნენ.
რუსთაველის გამზირზე, რომელიც ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების 1 წლის თავზე, საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: ნოდარ რუხაძე