რუსეთს სურს, საერთაშორისო საზოგადოების თვალში კეთილმოსურნედ გამოჩნდეს, ასევე სურს პერევში მდგარი რუსი სამხედროებისათვის განკუთვნილი თანხები დაზოგოს და ხვდება იმისაც, რომ იქ ყოფნას მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგული აქვს.
აცხადებს, პერევიდან საოკუპაციო ნაწილების გაყვანის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა პერევში კარგად გამაგრება მოახერხა. მის სამხედრო ყოფნასაც პრაქტიკულად არაფერი ემუქრება, ამიტომ პერევში საგუშაგოს ყოფნა მისთვის პრაქტიკულად კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას", _ აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს გარკვეულწილად მოიგოს დასავლეთის გული.
"რუსეთი ცდილობს გარკვეულწილად მოიგოს დასავლეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გული. აჩვენოს, რომ მას გააჩნია რაღაც კეთილი ნება და მეორეს მხრივ უბრალო არაეფექტურ ხარჯებს ამცირებს", _ აცხადებს გოგოლაშვილი.