ძალიან ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა" სერგი კაპანაძემ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში კონგრესმენების ინიციატივაზე, რომ რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების ბიძინა ივანიშვილისთვისაც დაუწესდეს.
"ეს მოხსენება არის განაჩენივით, პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე. წარმოუდგენელია ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. ძალიან ნათელია ვის უჭერს მხარს დასავლეთი და ვის არ უჭერს მხარს. ძალიან ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
13-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.