კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. დაახლოებით 140-მდე ინფიცირებული ადამიანი კარანტინიდან აღმოვაჩინეთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციასთან“ საუბრისას.
„ქვეყანა ძალიან სერიოზულად აკონტროლებს საზღვრებს. ძირითადად, ახლა საქართველოში შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, სომხეთისა და საქართველოს, ან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც პირდაპირ კარანტინში გადადიან. კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. მაგალითად, დღევანდელ 8 ახალ პაციენტშიც 2 კარანტინიდან იყო. ამან ითამაშა სერიოზული პრევენციული როლი ინფექციის შემდგომ არგავრცელებაში“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 686 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237.