საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში უბედური შემთხვევა მოხდა. 70 წლამდე ქალს პურის ცხობისას ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წერებმა და მეზობლებმა მომხდარის შესახებ დაგვიანებით გაიგეს და მისი დახმარება დროულად ვერ მოხერხდა. გამოც ქალი მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.