ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებას საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ეხმიანება.
"ვინც თქვა იმას ჰკითხეთ. რა კურსი გვაქვს არ ვიცი. ევროპა საქართველოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს. ჩვენ კავკასიური რასა ვართ, ეს იციან საუკუნეების განმავლობაში", - განაცხადა მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიტროპოლიტი იოანე გამოეხმაურა ასევე სინოდის შესაძლო სხდომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს.
"სინოდის სხდომა როდის იქნება არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი. თქვენ ჩემზე მეტი იცით. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი. საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს, რასაც დაადგენს სამართალი, იმის მიხედვით მოხდება. თუ დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო. დამშვიდდა თუ არა არ ვიცი", - განაცხადა მეუფე იოანემ.