რესტორნებსა და კაფეებში ჩვეულებრივი მომსახურება იქნება და ამჟამად არც ორკვირიანი რეკომენდაცია არ არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
"მიმტანების აღჭურვილობა და ჩაცმულობა არ იქნება ანალოგი იმისა, როგორც ექიმებს კოვიდიან პაციენტებთან მუშაობა უწევთ. არც იმის საჭიროება არ არის, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე. მომსახურება იქნება ჩვეულებრივი და ამჟამად არც ორკვირიანი მორიგეობის რეკომენდაცია არ არსებობს. ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში სიტუაცია, იცვლება გამოცდილება, გროვდება გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც ჩვენ რეკომენდაციებში ვიზიარებთ ხოლმე. თუ რაიმე შეიცვალა, აუცილებლად გაცნობებთ. დისტანცია და ნიღაბი - ეს იქნება მთავარი მოთხოვნა", - განაცხადა ზახაშვილმა.