ბერლინი სანქციების დაწესებას გეგმავს რუსეთის იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან ბუნდესტაგზე უპრეცენდენტო ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მას შემდეგ, რაც უწყებაში რუსეთის ელჩი გამოიძახა.
გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირს მიმართავს კიბერსანქციების დაწესების მოწოდებით.
კიბერსანქციების რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას მოიცავს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიას აქვს ძლიერი მტიცებულება იმისა, რომ ბუნდესტაგზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთის მოქალაქე, დიმიტრი ბადინი იდგა, რომელიც იმ დროისთვის ГРУ-ში მუშაობდა.
რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუსეთის ГРУ-ს ოფიცრის, დიმიტრი ბადინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა.
ჰაკერული თავდასხმა ბუნდესტაგზე 2015 წლის აპრილში განხორციელდა.