რუსულმა კომპანიამ "გაზპრომმა" საქართველოსთან ახალი ხელშეკრულებების თანახმად, მტკიცედ დაადგინა ქვეყნის ვალდებულებები გაზის შერჩევის შესახებ. რაც შეეხება ფასს ის იგივე იქნება, როგორც ადრე, წლიური 100%-იანი გამომუშავებისას. იტყობინება რუსული სააგენტო "ტას"-ი კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
"საქართველოსთვის გაზი ტარიფი იგივე იქნება როგორც ადრე, წლიური საკონტრაქტო 100%-იანი საკონტრაქტო მოცულობის გამომუშავებისას. ხოლო ახლა ამ შერჩევის ვალდებულებები მკაცრად არის განსაზღვრული", - განმარტავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულებით ბუნებრივი აირის ღირებულება დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული.
"გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასი ეცემა, ახლანდელი გადახედვა რაც ხდება გაზპრომთან უკვე მოქმედ კონტრაქტში ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს არ დავასახელებ მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება. კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც "სოკარი", ასევე "გაზპრომიც" ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს. ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე“, - განაცხადა თურნავამ.