დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ. მოდით, დღეს, 2020 წლის 26 მაისს დავიწყოთ ეს ყველაფერი, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სიტყვაში.
ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ქრისტე ადამიანები საკუთარი სისხლის ფასად გაათავისუფლა და ამ თავისუფლებით კიდევ "ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ".
"ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ. მოდით, დღეს, 2020 წლის 26 მაისს დავიწყოთ ეს ყველაფერი.
რადგან ქრისტიანები ვართ, ისიც გვწამს, რომ ქრისტემ, საკუთარი სისხლის ფასად გაგვათავისუფლა, ამ თავისუფლებით კიდევ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. განა ამას არ გვასწავლიდა პავლე მოციქული? "თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს (გალ. 5: 13)", - წერს ეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"საყვარელო ძმანო და დანო, ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სიმტკიცეს, თქვენ და სრულიად საქართველოს. თქვენთვის მხურვალედ მლოცველი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი", - დასძენს ეპისკოპოსი მილოცვაში.