მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება იყო არადიპლომატიური და ასევე, არანაირ ფაქტობრივ მტკიცებულებას არ ეყრდნობოდა, არ უნდა ავყვეთ ამ აჟიოტაჟს, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მედიცინის დოქტორმა, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორმა, სტრატეგია აღმაშენებლის იდეის თანაავტორმა, სერგო ჩიხლაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სომხეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოა და უმჯობესი იქნება, შეცდომას შეცდომით არ ვუპასუხოთ.
„ამჟამად, სომხეთში საკმაოდ რთული ვითარებაა, კორონავირუსთან დაკავშირებით და უმჯობესია, თუ რამეთი დავეხმარებით მეზობელსა და მეგობარ სახელმწიფოს, ყველაზე კარგი ჟესტი იქნება. თუ ჩვენი ოფიციალური სტრუქტურები დაინტერესდებიან რა არის მათი ყველაზე დიდი საჭიროება და გამოწვევა და რისი საშუალებაც გვაქვს ფიზიკურად იმით დავეხმაროთ.
ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით, საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ორივე ქვეყანა და ამის გადაჭრა ორივე ქვეყნის შიდა საქმეა და ამ მხრივ, ბევრია სამუშაო“, - უთხრა „ჯი-ეიჩ-ენს“ ჩიხლაძემ.