"ლეიბორისტური პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ჩხარტიშვილმა ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადგილზე სატვირთო მანქანებს წინ ჩაუდგა და ბეტონის დასხმის სამუშაოებში ხელის შეშლა სცადა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, დაეტოვებინა ადგილი ჩხარტიშვილი არ დაემორჩილა, როს გამოც ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.