შვიდ წლამდე ასაკის პატარებს ქუთაისის საკრებულოს წევრის, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით და დაფინანსებით სისხლში ტყვიის შემცველობაზე სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდათ.
პირველი აქცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში მყოფ იმ მოქალაქეებისთვის ჩატარდა, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული. "მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებს პერიოდულად ბინაზე, მოძრავი კლინიკის საშუალებით ვუტარებთ. სპეციალიზირებულ ავტომობილში ჩამონტაჟებულია ექოსკოპიისა და კარდიოგრამის აპარატი, ასევე მოწყობილი მინილაბორატორია, სადაც მოქალაქეებს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებს ვუტარებთ. მუხიანის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბს ვესტუმრებით და მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩავუტარებთ", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ კვიცარიძემ.