საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 728-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 509 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.