წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კოსტავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 48969 ლარით ფინანსდება.
"მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გრძელდება, კოსტავას ქუჩის პარალელურად გზებზე ბეტონის საფარი იგება ჭავჭავაძის, ერისთავისა და სოლომონ პირველის ქუჩებზე", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 15 მსხვილი პროექტია დაფინანსებული, აქედან 9 დასრულებულია, 6 მისამართზე კი სამუშაოები გრძელდება.