ხვალ, 22 მაისს გაიმართება აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 53-ე ყოველწლიური შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში.
? ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მიზანია ბანკის მმართველთა საბჭოს ინფორმირება ადმინისტრაციული, ფინანსური და ოპერაციური მიმართულებების შესახებ. შეხვედრა ასევე წარმოადგენს ფორუმს აზიასა და ოკეანეთში ეკონომიკისა და განვითარების საკითხების განსახილველად.
? 2020 წელს შეხვედრის ოფიციალური მასპინძელია ინჩეონი, კორეის რესპუბლიკა.
? წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, შეხვედრა ორ ეტაპად ჩატარდება.
? პირველ ეტაპზე, 2020 წლის 22 მაისს ჩატარდება ვირტუალური ბიზნეს-სესია მხოლოდ მმართველებს ან მათ წარმომადგენლებს შორის.
? მეორე ეტაპზე სრული შეხვედრის გამართვა დაგეგმილია 2020 წლის 18-21 სექტემბერს ინჩეონში.
? მმართველთა საბჭო ADB-ის კურსის განმსაზღვრელი უმაღლესი ორგანოა, რომელიც ბანკის ყველა წევრის (49 აზიასა და ოკეანეთიდან და 19 რეგიონის გარეთ მყოფი წევრები) ფინანსთა ან განვითარების მინისტრებისგან, ან ცენტრალური ბანკების მმართველებისგან შედგება.