საქართველოს პრემიერ-მინისტრიას, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება.
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან გაუქმდება.
"რა თქმა უნდა , ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.
ყველას ძალან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა,ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენი სოციალური მიმართულებით ყოველდღიური ცხოვრებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.