ამერიკულმა ნავთობკომპანია "ExxonMobil"-მა შესაძლოა თავისი წილი გაყიდოს აზერბაიჯანში მდებარე უმსხვილეს ნავთობსაბადოში "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლი". ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
"ExxonMobil" ამოწმებს ბაზრის ინტერესს აზერბაიჯანში არსებულ თავის წარმოებით აქტივებზე... თუ სხვა კომპანიები აქტივებში დიდ ფასეულობას იპოვიან, ჩვენ მას გავყიდით", - სააგენტო კომპანიის წარმომადგენლის ჯული კინგის სიტყვებს ავრცელებს.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, შესაძლო გარიგებამ ინტერესი გამოიწვია მსხვილ აზიურ ნავთობისა და გაზის კომპანიებში.