საქართველო არ აპირებს კრემლის რეჟიმთან საუბარს, თუ ძირითადი პრინციპები არ იქნება გადაწყვეტილი და ეს არის საქართველოს დე ოკუპაცია და დევნილების ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში.
ამის შესახებ საქართველოს სს მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადების გამოხმაურებისას აღნიშნა.
"საქართველოს გადაწყვეტილება, გაამარტივოს ჩრდილოეთ კავაკსიელი ხალხისთვის სავიზო რეჟიმი, არის ჰუმანიტარული ხასიათის. ყოვლად მიუღებელია კავკასიური სივრცე იყოს გახლეჩილი. ჩრდილოეთ კავკასიის მოქალაქეები იყვნენ რეზერვაციაში, სადაც რუსეთის ფედერაცია მუდმივად ეწევა მტრულ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ და ადგილობრივ მოსახლეობას უმტკიცებს, რომ ჩვენ ქვეყანა დაღუპვის პირასაა. სადაც არავითარი ნათელი წერტილი არ არის, რეფორმები არ ტარდება, ეკონომიკა არ ფუნქციონირებს და მთელი მოსახლეობა სოციალურად დაუცველია.
იმისთვის რომ ამ ადამიანებმა ნახონ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლით ქვეყანაში რამდენად წრამატებული დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება, როგორ შეიძლება სამართალდამცველი ორგანოების რეფორმირება ისე რომ კრიმინალური დაჯგუფებებიდან ეს უწყებები გარდაიქმნას საზოგადოების ნაწილად ამისთვის ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება დაუბრკოლებლივ გადალახოს საქართველოსა და რუსეთის საზღვარი," - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა არ არის განებივრებული მატერიალური შესაძლებლობით, რომ ისინი ჩავიდნენ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების დაცვის საკონსულოში აიღონ ვიზები, უკან დაბრუნმდნენ და ამის შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში.
"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას აქვს ჰუმანური ხასიათი. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩრდილო კავკასიაში ძალიან ბევრს სურს საქართველოში დასვენება, სწავლა, ჰყავთ მეგობრები და ნათესავები, რომლებიც 2008 წლის ომმა ერთმანეთს დააშორა", - აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით მისთვის გაუგებარია რატომ აღიზიანებს კრემლის რეჟიმს ყველაფერი ის რაც საქართველოში ჰუმანიტარული მოტივით კეთდება.
"ეს ნაბიჯი საბოლოო ჯამში ემსახურება საქართველოს ინტერესებს. რათა ფართოდ დაანახოს საქართველოს მიღწევები ჩრდილოკავკასიელებს. ასევე ემსაუხრება ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობის ინტერესებს, რომ მათ შეძლონ მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობა და ეს შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში, რადგანაც თვითონ აცხადებენ, რომ დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. აღნიშნა ვაშაძემ. ამასთან რუს კოლეგის შენიშვნაზე, რომ საქართველომ მსგავსი გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა შეასრულოს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და თვითონ წყვეტს რა სავიზო რეჟიმი ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საქართცელოს საზრვარი ღიაა და თუ სურვილი ექნებათ რუსები თვითონ გამოატარებენ მათ. "რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას, რა ორმხრივი შეთანხმება უნდა ჰქონდეს საქართველოს ქვეყანასთან რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და საკუთარი სახლებიდან 5 ათასი ადამიანი გამოყარა. კრემლის რეჟიმთან საუბარი შეუძლებელია და თუ ეს საუბარი სურთ მაშინ ამის ამოსავალი წერიტილი უნდა იყოს ორი პრინციპული საკითხი ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება. საქართველოს მთავრობა კი თავის მხრივ გააგრძლეებს იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ორ ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და კავკასიის ერთიან სივრცედ ჩამოყალიბებაზე", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.