27 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2044 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2027 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.17 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4790 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4551 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.39 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4596 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.9882 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 აპრილიდან შევა ძალაში.