ოპეკის კონფერენციის პრეზიდენტი და ალჟირის ენერგეტიკის მინისტრი მუჰამედ არაკაბი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი მაისი-ივნისის თვეებში გაიზრდება საშუალოდ 35 დოლარამდე, ხოლო ზაფხულის შუა რიცხვებამდე 40 დოლარს ბარელზე მიაღწევს.
"ოპეკი მოელის, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ნავთობის ფასების დონე ბარელზე დაახლოებით 40 დოლარი იქნება" - განაცხადა ალჟირის ეკონომიკის მინისტრმა. მისი აზრით, ზრდის ტენდეცია უკავშირდება "ოპეკი+" - ის შეთანხმების შესრულებას ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. ერთი დღით ადრე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ ნავთობის გლობალური მოთხოვნლება თანდათანობით აღდგება 2020 წლის მეორე ნახევარში.
შეგახსენებთ, რომ "ოპეკი +" -ის 12 აპრილს შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების ყველაზე დიდ შემცირებაზე. გარიგება ძალაში პირველ მაისს უნდა შევიდეს. თუმცა საუდის არაბეთმა უკვე დაიწყო ნავთობის მოპოვების შემცირება.